საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლეები კითხვებს უსვამენ პარლამენტის წარმომადგენლების მოთხოვნით მიწვეულ სპეციალისტს.
სასამართლომ შესაძლოა დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება ძმები ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატების სახელით წარდგენილ სარჩელზე.
იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის და გუშინდელი განჩინებაც შეჩერდება.