20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2-სადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს.

ამ საკითხის ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანის უზრუნველყოფის თხოვნით ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს მიმართა.

რეზოლუციის პროექტის ავტორები საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები და ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები არიან, რომლებიც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რეზოლუციის პროექტის დაჩქარებულად განხილვას მოითხვენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. 

დღის ამბები