20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავიდა-მოსამართლეები ძმები ყარამანიშვილების და TV საქართველოს სარჩელის მიღებაზე მსჯელობენ

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო TV საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელს წარმოებაში ეს შესაძლოა დღესვე გადაწყდეს. რუსთავი 2-ის საქმეზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ.

დღეს დილიდან პროცესზე მოსამართლეები და ადვოკატები კითხვებს უსვამდნენ პარლამენტის იურისტების მოთხოვნით მოწვეულ სპეციალისტს. კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდათ ძმები ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატებსაც.

ორივე მხარის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მისთვის მისაღები გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც კურიერს პარლამენტის წარმომადგენელმა განუცხადა ის დარწმუნებულია, რომ მისი არგუმენტები სასამართლოსთვის დამაჯერებელია.

„ვფიქრობ რომ პარლამენტმა შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო კოლეგია იმაში, რომ უმეტეს წილად მოსარჩელის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და სადავო ნორმების შეჩერება გამოიწვევს ერთი კერძო პირის ინტერესების მეორე კერძო პირის ინტერესების მიმართ უპირატესობის მინიჭებას და საჯარო ინტერესის უგულვებელყოფას, რაც არის გადაწყვეტილების აღსრულება,“ - აცხადებს

ძმები ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს რუსთავი 2-ს, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიის არსებობას ქვეყანაში.

„ვფიქრობ ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი სასამართლო აქ, იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება მოსარჩელის სასარგებლოდ. იმედს ვამყარებთ, რომ საკონსტიტუციო იმსჯელებს ობიექტურად და ის შეუქცევადი ზიანი, რომელიც ადგება მაუწყებელს თავიდან იქნება აცილებული,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები