მმართველი გუნდის წევრი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილეების გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები მკაცრად აღარ დაისაჯონ. ამის მიუხედავად ლორთქიფანიძე, რომელსაც ინციდენტის დროს პიჯაკი დაუზიანეს, დღესაც აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის წინ მომხდარი ფაქტი უმცირესობის დეპუტატების მიმართ მომხდარი ძალადობის შემთხვევებისგან განსხვავებულია.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობის შემთხვევებში პროკურატურა, მმართველი გუნდისგან განსხვავებით მსუბუქ სასჯელს ითხოვს.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების მიმართ შერჩევითი სამართლის აშკარა ნიშნებს ხედავს სახალხო დამცველი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ სახეზეა პოლიტიკური ნიშნით დევნა.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში გუშინ დატოვა.
ავტორი: ანა წერეთელი.