თბილის ბიუჯეტი საკრებულოშია - დოკუმენტი თვითმმართველობის ორგანოში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს, რომლის პარამეტრები 810 მილიონი ლარია.
ამ დრომდე არ ჟღერდებოდა ინფორმაცია პარამეტრების შესახებ, რაც ოპოზიციაში დამატებით ეჭვებს აჩენდა იმის თაობაზე, რომ დოკუმენტზე მუშაობა არა მერიაში, არამედ სხვა უწყებაში მიმდინარეობდა.
„თბილისის მერის, საკრებულოს უმრავლესობის წევრების დღეს გაკეთებული ზოგადი განცხადებები და მათი დაუზუსტებელი საბიუჯეტო პარამეტრები, ნათლად მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს ბიუჯეტის დაგეგმვა სწორად არ შეუძლიათ. აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ბიუჯეტი იგეგმებოდეს არა თბილისის მერიაში, არამედ მის მიღმა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.