20 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
გომი-ოსიაურის მონაკვეთზე მაგისტრალის ერთი ნაწილი დატბორილია

უამინდობა გრძელდება შიდა ქართლში. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.

გომი-ოსიაურის მონაკვეთზე ადიდებული მდინარის გამო სავალი ნაწილი დაზიანდა. დაიტბორა ახლომდებარე სოფლები.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა და ღვარცოფებმა საცხოვრებელი სახლები დატბორა გორში.

განსაკუთრებით მძიემეა მდგომარეობა წმინდაწყლის დასახლებაში და სოფლებში ახალდაბასა და ფლავში.

დღის ამბები