4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ სამდღიანი მსჯელობის შემდეგ ტელეკომპანია საქართველოს და ძმები ყარამანიშვილიების მიერ შეტანილი სარჩელი წარმოებაში ნაწილობრივ მიიღო და კანონმდებლობაში მოქმედი ნორმების ის ნაწილები შეაჩერა რის მიხედვითაც პირველმა ინსტანციამ რუსთავი 2-ში მოქმედ მენეჯმენტს უფლებები შეუჩერა და დროებითი მმართველები დაუნიშნა.
ამ რაუნდში გამარჯვებას რუსთავი ორი და ყველა მისი მხარდამჭერი სამი დღის განმავლობაში ელოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების შემოსვლის საფრთხე მოხსნა და პროცესები სამართლებრივ ჭრილში დააბრუნა.
ავტორი: ეკა გაგუა