გვიან ღამით გორში მუშაობა დაიწყო შიდა ქართლის გუბერატორის აპარატთან შექმნილმა საგანგებო შტაბმა. სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ შტაბის წევრებმა ინფორმაცია გაცვალეს.
მათი თქმით, ამ დროისთვის ახალ საფრხე აღარ არსებობს. იწყება ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას ზარალთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიცილალიტეტებს მიმართონ.
საგანგებო შტაბის შეფასებით, ყველაზე რთული ვითარება ქარელში დევნილთა დასახლებაში იყო. აქ მცხორვები 17 ოჯახი გორის სასტუმროშია გადაყვანილი.