არა ტერორიზმს - თბილისში ამ ლოზუნგით გუშინ დღის ბოლოს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.
მათ პატივი მიაგეს პარიზში 13 ნოემბერს დაღუპულთა ხსოვნას. ახალგაზრდების თქმით, მომხდარი ტრაგედია არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროზე მიტანილი იერიშია.