"საქართველოს მთავრობა იქნება ყველა წამოწყების მონაწილე, რომელიც იქნება ამ ბარბაროსების მიმართ წარმოებული," - ეს განცხადება საფრანგეთის საელჩოსთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდე ბარამიძემ ტერორისტების შესახებ გააკეთა და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
"მხარდაჭერა და თანადგომა ფრანგი დებისა და ძმების მიმართ არის ქართველის ამოცანა. ტერორიზმი ეს არის თანამედროვე კაცობრიობის ყველაზე საშიში მტერი. საქართველოს მთავრობა იქნება ყველა წამოწყების მონაწილე, თუნდაც სოლიდარობის თვალსაზრისით რომელიც იქნება მიმართული ამ ბარბაროსების მიმართ," - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.