პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა - მსჯელობის მთავარი საკითხი იყო გიორგი ბარამიძის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რეზოლუციის მიღებას პარლამეტის წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა შესახებ.
„ჩვენ გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, იქიდან გამომდინარე, რომ 12 ნოემბერს, ქუთაისის სასამართლომ კვლავ დატოვა ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში. ვინც კი დასასჯელია დაისაჯოს ერთნაირად, თუ დასასჯელია,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.