ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა მედიის, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის დაიხურა. შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა კურიერის გადამღებ ჯგუფს დაუდასტურეს, რომ სხდომის ძირითადი ნაწილი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაეთმო. მწვავე შეკითხვები რუსთავი 2-ის საქმის შესახებაც დაისვა.
ქართული დელეგაცია ბრუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრაში მონაწილეობს. სხდომაზე ქართული მხარე ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს. დელეგაციის წევრები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე დადებით ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე, ნინო დვალიშვილი.