ამერიკაში ქართული დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა რუსთავი 2 იყო. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია.
ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ბოლო გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლითაც არხზე მენეჯმენტის შეცვლა შეჩერდა. უცვლელი რჩება პოზიცია, რომ თავისუფალი არჩევნების ხაზი მედიაზე გადის და დაკვირვება ამ მხრივ გრძელდება.
უფრო ვრცელ საგაზეთო ინტერვიუში კვირის პალიტრასთან ელჩი ხსნის კავშირის არჩევნების სამართლიანობასა და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეებთან. იან კელის შეფასებით, თუ რუსთავი 2 ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან უარეს შემთხვევაში, პროსამთავრობო, ეს გააჩენს ეჭვებს არათანაბარი გარემოს შესახებ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.