თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, რომელიც სოლიდარობას გამოხატავს ფრანგი ხალხისადმი საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩანაწერი გააკეთა.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ფრანგ ხალხზე თავდასხმა.
„ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ანტიტერორისტული კოალიციის ყველა წევრზე. ეს არის თავდასხმა თავისუფალი ცხოვრების წესზე. ვფიქრობ, უნდა ავამაღლოთ ჩვენი ანტიტერორისტული ქმედებები. ასევე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების საბჭო უნდა გაიმართოს პრემიერმინისტრთან, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ოპერატიული გეგმები უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ ეს უნდა იყოს წარდგენილი პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოზე,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საკრებულოში სამძიმრის წიგნი დღეს 7 საათადმე იქნება გახსნილი.