ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ბავშვთა მომსახურებაზე ზედამხედველობას აძლიერებს. დაინერგება აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტეს.
ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში მონაცემების განთავსება სავალდებულო 2016 წლიდან გახდება.
"მონაცემთა სისტემა მოიცავს როგორც ორსული ქალების შესახებ იფნორმაციას ასევე ბავშვებს 3 წლამდე. სისტემაში იქნება უკლებლივ ყველა მაჩვენებელი,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.