20 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
“უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ შესაბამისი რეჟიმები," - ირაკლი სესიაშვილი

პარიზის ტერაქტების შემდეგ შექმნილი საფრთხეები იყო ირაკლი სესიაშვილისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პარტნიორებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც გააცნო.

“უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ შესაბამისი რეჟიმები იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვა. ასევე გავეცანით ინფორმაციას არსებული მდგომაროების შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური ვითარებაა. უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ და აკონტროლებენ სიტუაციას, ასევე გაძლიერებულ რეჟიმში ხდება საზღვრის დაცვა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები