ამ წუთებში ხმაურია თავდაცვის სამინისტროსთან. შენობასთან მოქალაქეები არიან შეკრებილები და თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიის გარიცხვაც მოხდეს.
აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სამინისტროს შენობასთან ახლოს დადგომის საშუალება არ მისცეს.
კიდევ ერთი ინციდენტი იმ დროს მოხდა როდესაც აქციის მონაწილეებმა ქუჩაზე წარწერები გააკეთეს, თუმცა საპატრულო პოლიციას ამ ქმედების გამო არცერთი მათგანი არ დაუკავებია.
აქციას სამინისტროსთან თავისუფალი თაობისა და საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის წევრები მართავენ.