ერთ საათზე მეტი თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი პარალიზებული იყო. დღეს ერთდროულად 6 სადგური გაჩერდა. სადგურის შესასვლელთან გამოკრული წარწერით მგზავრებმა გაიგეს, რომ მუშაობა ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაურკვეველი დროით შეწყდა.
მოძრაობის შეფერხების რამდენიმე ვერსია დასახელდა. ადმინისტრაციაში მოძრაობის მოულოდნელი შეწყვეტის საბაბად 300 არაგვლებთან სამგზავრო ვაგონის დაზიანება დასახელდა, რის გამოც სადგურებიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა.
ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ირწმუნება, რომ მას ერთ-ერთმა მემანქანემ მოუყვა მეტროსადგურ რუსთაველისა და თავისუფლების მოედანს შორის გვირაბში გრუნტის ჩამოშლის შესახებ, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა განსაკუთრებით სახიფათოა.
ამ ინფორმაციას უარყოფენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. თითქმის 2 საათიანი შეფერხებული მოძრაობის შემდეგ მგზავრები მეტროში ჩაუშვეს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.