ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას და ცოდნას ეხება. ერთ-ერთი კითხვა კი შეეხება მოქალაქეთა დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.
კითხვაზე - როგორია მათი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ გამოკითხულთა 18 % აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება დადებითია, 36%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, ხოლო 33 %-ის უარყოფითი.
რესპუბლიკური პარტია – დადებითი - 10%; ნეიტრალური - 38%; უარყოფითი - 34 %;
გამოკითხვის თანახმად, კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკური პარტიების დადებითი განწყობები არ აღემატება 10 %-ს.
გამოკითხულთა დამოკიდებულება თავისუფალი დემოკრატებთან დაკავშირებით ასეთია: დადებითი 19%; 39% პარტიის მიმართ ნეიტრალურად, ხოლო 26% უარყოფითადაა განწყობილი.
გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება შემდეგნაირად გადანაწილდა - დადებითი 19%; ნეიტრალური 31%; უარყოფითი 37%;
პატრიოტთა ალიანსი - დადებითი 13%; ნეიტრალური 30%; უარყოფითი 29%;
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის გამოკითხვის შედეგებს საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს.