20 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი თბილისშია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი თბილისშია. მას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახვდა.

„ამ წლის აპრილში, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია გლობალურ ალიანსთან, რომელიც გვეხმარება ჯანდაცვის რეფორმის მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაში," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კუშნერი პროფესიით ექიმია და იგი საქართველოს საკონსულტაციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

მან აეროპორტში კომენტარიც გააკეთა და განმარტა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები აუცილებელია და სწორედ ამ პროცესში გეგმავს მონაწილეობას.

„თქვენ გჭირდებათ რეფორმების გატარება, სოციალური პირობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიცინა იცვლება ყოველდღიურად, ამიტომ თქვენ ცვლილებების პროცესში ხართ და მზად ვართ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ,“ - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

დღის ამბები