კიდევ ერთი ქართული კომპანია დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვდა და მოიზიდა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს სახსრები მოხმარდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის განვითარებას და კლინიკების მშენებლობას.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აერთიანებს ევექსის კლინიკებს და იმედი L-ის ჯანდაცვის დაზღვევას და არის საქართველოს ბანკის ჰოლდინგის წევრი კომპანია.