20 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ყოფილი რუსული ბაზის შენობებში მცხოვრებ დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებლიდან ასახლებენ

ყოფილი რუსული ბაზის შენობებში მცხოვრებ დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებლიდან ასახლებენ.

სამხედრო პოლიციამ მათ ბინების დასაცლელად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს, თუმცა თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, იქ მცხოვრები 51 ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვებას არ აპირებს.

თინა ხიდაშელის განმარტებით, სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

დევნილთა და განსახლების მინისტრის თქმით, უკვე იციან, სად გადაიყვანენ სამხედრო ბაზაზე მცხოვრებ ოჯახებს.

მცხეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სოზარ სუბართან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ მინისტრმა მხოლოდ ქირით გადასვლა შესთავაზა.

ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა სამხედრო ბინებში უკანონოდ ცხოვრობს.

 

ავტორები: დავით კაკულია, გიორგი პერტია, ნათია  ბუცხრიკიძე

დღის ამბები