20 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
სასტუმრო ”არმაზის” მესაკუთრეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

სასტუმრო არმაზის მესაკუთრეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი პრემიერ-მინისტრს სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვენ.

ქობულეთის გამგეობასთან შეკრებილების განცხადებით, სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონის, ზაზა ართმელაძის, გათავისუფლება უნდა მოხდეს.

მათი განმარტებით, სასტუმრო ბრალდებულის დედის სახელზე არის რეგისტრირებული და ართმელაძის დაპატიმრება უკანონოდ მოხდა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ანსამბლის ხელმძღვანელის დაპატიმრებას.

შეკრებილების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები სისტემატიურად გაიმართება.

ზაზა ართმელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

გამოძიება მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ხანძარს ე. წ. ხასანას სასტუმროში სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები