20 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ირმა ნადირაშვილი რუსთავში პენსიონერებს შეხვდა და პენსიის გაზრდის შესაძლებლობებზე ესაუბრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი რუსთავში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდა. მან მოსახლეობას ის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, კერძოდ, ეს ინიციატივა გულისხმობს მომავალი წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას.

ირმა ნადირაშვილის თქმით თუ მთავრობა უარს იტყვის პრემიებსა და დანამატებზე, შეამცირებენ ბიუროკრატიულ ხარჯებს ამ შემთხვევაში მომავალ წელს პენსიონერებისათვის შესაძლებელია 50 ლარით პენსიის ზრდა. ადგილობრივები კი აღნიშნავდნენ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პენსიის 50 ლარით გაზრდა მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი ოჯახებისათვის.

პარალელურად ამ ინიციატივაზე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

დღის ამბები