ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმის განმარტებით, ბორჩაშვილს მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში ცეცხლნასროლი ტრამვა ქონდა მიყენებული დაახლოებით 7-8 თვის წინ. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მას ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩაუტერდება.
ასეთ შემთხვევაში ანტი ტერორისტული დეპარტამენტი სავარაუდოდ დღეს ვერ შეძლებს მისთვის ბრალის წარდგენას.
ბორჩაშვილის ადვოკატი კი უკვე რამდენიმე საათია დეპარტამენტში საქმის მასალებს ეცნობა. დოკუმენტები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების მუხლით არის დაპატიმრებული.
დავით ბორჩაშვილის ადვოკატმა კი სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანტი ტერორისტული დეპარტამენტი. როგორც მათ განმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფი ადევს, გარკევულ დეტალებზე ისაუბრეს და მათი შეფასებით, რომ 2 ტომიან საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბორჩაშვილი მონაწილეობდა ან თანამშრომლობდა ისლამურ სახელმწიფოსთან.