20 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
დედაქალაქის მთავრობა ორი საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად 100 ათას ლარს დახარჯავს

2015 წელთან შედარებით 2016 წელს ავარიული სახლების შესაკეთებლად გამოყოფილი თანხა მერიამ 3 მილიონით შეამცირა და პრიორიტეტად სხვა მიმართულებები დაასახელა.

დედაქალაქის მთავრობა ორი საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად 100 ათას ლარს დახარჯავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თბილისის რომელ ქუჩაზე განთავსდება სველი წერტილები.

რატომ გახდა პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტუალეტები ავარიული სახლების, დანგრეული გზებისა და მოუწყობელი ინფრასტრუქტურის ფონზე, ჯერ უცნობია. თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ამის შესახებ არ საუბრობენ.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი უმრავლესობამ და უმცირესობამ მერიას შენიშვნებით გასულ კვირას დაუბრუნა. ჯერჯერობით უცნობია შეიტანს თუ არა კორექტირებას მთავრობა მთავარ საფინანსო დოკუმენტში.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები