20 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელების გამო თავისუფალი დემოკრატები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ

ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ მუქარის ვიდეოსთან დაკავშირებით, თავისუფალი დემოკრატები უახლოეს პერიოდში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ.

ისინი კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას ანტიტერორისტული სამსახურებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე.

„ყველასთვის ნათელია, რომ ტერორიზმის საფრთხეს არ აქვს საზღვრები და საქართველოს ჭირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირებაზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციაში.

ქართულ ენაზე გუშინ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაწყებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები