41-ე საყოველთაო ნათლობის შემდეგ, ახლადმონათლული ჩვილები საქართველოს პატრიარქმა დალოცა. ილია მეორემ პატარებს სახსოვრად ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადასცა.
გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდა.
ახლად მონათლულებს შორის არიან რუსთავი 2-ის თანამშრომლის მალხაზ მეგრელიშვილის ტყუპი გოგონებიც. მათი ნათლიები ჩვენივე კოლეგები - თამარ ჭავჭავაძე და ნათია გოგსაძე გახდნენ.