პარლამენტმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ის სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირების შესახებ, რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საკითხი განსახილველად ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
რეზოლუციის ინიციატორები პროექტის დაჩქარებულად განხილვას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ დაკავებულები ამ დრომდე საპატიმროში იმყოფებიან.
„ესე უბრალოდ კენჭისყრით ნუ მიუდგებით ამ საკითხს, ადამიანების ბედზეა საუბარი,“ - განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ.