პარლამენტმა რუსთავი2-ის სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირების შესახებ რეზოლუციის დაჩაქრებული წესით განხილვაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილება ბიუროს დღევადელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
რეზოლუციის ინიციატორები პროექტის დაჩქარებულად განხილვას იმ მიზეზით ითხოვდნენ, რომ დაკავებულები ამ დრომდე საპატიმროში იმყოფებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ინიციატივას მხარი, მმართველ გუნდთან ერთად, თავისუფალმა დემოკრატებმაც არ დაუჭირეს.
რამ გამოიწვია ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება, ამ დროისთვის ცნობილი არ არის. არც მას და არც პარტიის წარმომადგენლებს ამ ქმედებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევიან და გათავისუფლდებიან თუ არა რუსთავი2-ის მხარდამჭერები, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.
"სასამართლო განხილვები მიმინდარეობს პარლამენტის მხრიდან პირდაპირი მითითება არ იქნება სწორი. სასამართლოა უფლებამოსილი, გადახედოს პატიმრობის კანონიერებას. პარლამენტი ამას ვერ შეაფასაებს. მოსამართლემ კეთილი ინებოს და განიხილოს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა,"- აცხადებს მანანა კობახიძე.
ამავე თემაზე ისაუბრა ზვიად ძიძიგურმაც. ის ამბობს, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.
ნაციონალური მოძრაობა შერჩევნით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა
"შერჩევითი სამართლის კლასიკური შემთხვევაა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ასეთ შემთხვევებზე მაქსიმალური სასჯელი 100 ლარი იყო, ამ სამ ადამიანებს კი 7 წლით პატიმრობა ემუქრებათ,"- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა დეპუტატმა და ვიცესპიკერმა, მურმან დუმბაძემ, გაიზიარა.
"პოლიტიკის სასამართლოში შეჭრა ხდება. ახლაც ხდება ის, რაც ოქტომბრამდე ხდებოდა და მე არ მომწონს," - აცხადებს მურმან დუმბაძე.