პარლამენტი რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა შესახებ რეზოლუციას დაჩქარებული წესით არ განიხილავს. ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
უმცირესობის ინიცირებული რეზოლუციის განხილვას მხარი, უმრავლესობის გარდა, არც თავისუფალმა დემოკრატებმა დაუჭირეს, თუმცა გადაწყვეტილებაზე ოპოზიციაში განმარტებები აღარ გაკეთებულა
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე