თბილისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობას თბილისის მწვანე საფარი ისევ ეწირება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ალტერნატიული გზა პროექტ პანორამა- თბილისს არ უკავშირდება.
მილიონი ხის დარგვის დაპირების ავტორმა ნარმანიამ დღეს ის მიზეზები ახსნა, რის გამოც მერიამ 400 ხის მოჭრაზე ნებართვა გასცა.
მერის ამ განცხადების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორი და ოპონენტები მას რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ახსენებენ და აქცენტს სწორედ მილიარდიან პროექტზე აკეთებენ, რომელიც, სამოქალაქო სექტორის განცხადებით, მწვანე საფარის განადგურების მთავარი მიზეზი ხდება.
პარტიზანი მებაღეები და ახალგაზრდა იურისტები სამართლებრივ დავას იწყებენ და ამბობენ, რომ ხეების მოჭრა უკანონოდ ხდება, რადგან ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო კონტრაქტი გაფორმებული ამ დრომდე არ არის.
თბილისის მერის განცხადება დღეს ოპოზიციაში გააკრიტიკეს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი