რატომ მიდიან ქართველი ახალგაზრდები სირიაში და სად იღებს სათავეს რელიგიური ექსტრემიზმი. სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა სახლემწიფოს არასწორი რელიგიური პოლიტიკის განხორციელებაში დასდეს ბრალი.
ოპოზიცია ხელისუფლებას არა მარტო სტრატეგიის გამო აკრიტიკებს, არამედ ზოგადად პოლიტიკის გამო.
"დისკრიმინაცია და საფრთხეები მომდინარეობს მაშინ, როდესაც მთავრობა ხერხავს მინარეთს და მიაქვს სადღაც, როდესაც არის თავდასხმები და ძალადობა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებზე, ეს ნამდვილად ქმნის საფრთხეს, ეს არის სწორედ მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ მთავრობას არა უბრალოდ არ აქვს პოლიტიკა, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ახალისებს ძალასდობრივ ჯგუფებს," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სერგო რატიანი.