20 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
7 დაკავებულიდან ოკუპანტებმა 4 გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 3 მოქალაქე რჩება. მამაკცები 2 დღის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელი ქვეშში გადაიყვანეს.

თანასოფლებების განმარტებით, ისინი გიორგობის აღსანიშნავად წმ. გიორგის ეკლესიაში მიდიოდნენ, ტაძარი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს.

დღესვე საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფელა ამავე დღეს დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე, რომელთაგან 3 სოფელ აძვიდან წაიყვანეს, ერთი კი სოფელ ახალუბნიდან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები