თბილისში თამარ მეფის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. სავაჭრო წერტილების მფლობელები დახმარებას მერიას სთხოვენ. თამარ მეფის გამზირზე მათ აქციით იჯარის 30%-ით გაძვირება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ფართებს ისინი მერიის კონტრაქტორი კომპანიისგან ქირაობენ.
კონტრაქტორი კომპანიის შპს TCS-ის ხელმძღვანელი ჯემალ გაგნიძე ამბობს, რომ ფასი არ შეიცვლება და 2015 წლის პირველი იანვრიდან ვინც ახალ გადასახადს ვერ გადაიხდის ტერიტორიას დატოვებს.
მერიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან საიჯარო ქირის გაძვირება არ მომხდარა, თუმცა კომპანია შპს TCS-ს ამის სრული უფლება აქვს. როგორც უძრავი ქონება თბილისის დირექტორის მოადგილე ირაკლი ცაგარეიშვილი ამბობს, თუკი ქვემოიჯარეებზე მოხდება თანხის გაძვირება, ისინიც გადახედავენ შპს TCS-ს საიჯარო ქირას.