20 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
უმრავლესობა ირაკლი შოთაძის პასუხებით კმაყოფილია

„შოთაძემ შეძლო, რომ ეპასუხა ამომწურავად,“ - ასე შეაფსა მთავარი პროკურორობის  კანდიდატის პასუხები  მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ირაკლი შოთაძის პასუხები, რომელიც მან პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრების დასმულ შეკითხვებს გასცა, არის დამაკმაყოფილებელი.

„ბუნებრივია პროკურატურაში არის გამოწვევები, აუცილებელია კადრების გადახალისება, აუცილებელია კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის ამაღლება,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ქართული ოცნების წევრი ანი მიროტაძე კი აცხადებს, რომ მან გააჟღერა ძირითადი კითხები, რომელიც გახმაურებულ საქმეებს და ახალი კადრების პროკურატურაში გამოჩენას უკავშირდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები