ას ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტების შეძენა უკვე განვადებით არის შესაძლებელი, თუმცა ამ მომსახურებით უარყოფითი საკრედიტო ისტორიის პირები ვერ ისარგებლებენ.
ამ ფორმით შესაძლებელია ყველა სააფთიაქო პროდუქტის ყიდვა, რისი ღირებულებაც ას ლარს აღემატება. წამოწყების ინიციატორი სააფთიაქო ქსელი GPC-ია, სადაც განმარტავენ, რომ იდეა მხოლოდ მარკეტინგულ გათვლას უკავშირდება და ამით მათ მომხმარებლის მოზიდვა სურთ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წამლების განვადებამ შესაძლოა მოსახლეობას ფინანსური სირთულეები შეუქმნას.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამას უკვე რამდენიმე დღეში აამუშავებს.
ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ნოდარ ჭადაშვილი.