2009 წელს დაწყებული შემოვლითი რკინიგზის პროექტით უკმაყოფილო ადგილობრივი ხელისუფლება დღეს უკვე ამავე პროექტის განხორცილების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ ახალი პროექტი გაცილებით სრულყოფილია.
პროექტში, რომელიც მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწუნა, 200 მილიონი დოლარი უკვე დახარჯულია.
ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა მას უსარგებლო პროექტი უწოდა და 3 წლის განმავლობაში მისი განხორცილება არ დაწყებულა. შემოვლითი რკინიგზის 65 პროცენტი ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია, თუმცა შესაბამისი უწყებების წამომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ დაწყებულსა და პროექტის ახალ ვარიანტებს შორის დიდი სხვაობაა.
ჯგუფის ერთ-ერთი არქიტექტორი დემურ სვანიძე აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მისაღები 2009 წელს დაწყებული პროექტია.
ოპოზიცია კი რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტის შეჩერების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ტატო გურგენიძე.