20 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ნინო გვენეტაძე სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის უკონკურსოდ დანიშვნას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღეს დაადასტურა, რომ მოსამართლეთა დაწინაურების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში აღმოჩნდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან არ გაიზიარა კოლეგების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის უკონკურსოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. მიზეზად კი გვენეტაძე გაუმჭვირვალე პროცესს ასახელებს.

საბჭოს წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა 30–მდე არასამათვრობო ორგანიზაციის ერთობლივი შენიშვნებიც. ისინი კოლეგიურ ორგანოს დაწინაურების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასა და პროცესის გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებენ.

საბჭოს 11 წევრი ამბობს, რომ მათ კანონის შესაბამისად და სააპელაციო სასამარლოს საჭიროებებიდან გამომდინარე იმოქმედეს. განცხადების ხელმომწერებს შორის არ არის ნინო გვენეტაძე და საბჭოს კიდევ ორი წევრი.

მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველსაც.

7 მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.

ავტორი:ქეთი ნადიბაიძე

 

 

დღის ამბები