20 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია

ვაკეში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრმა სიგარეტს მოუკიდა, რამაც ბინაში დაგროვებული აირის აფეთქება გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთი თავად აფეთქებული ბინის პატრონი, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო და მეორე გამვლელი პირი, რომელიც აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კედლის ნანგრევებში მოჰყვა.

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე იმსჯელეს მერიაში საგანგებოდ გამართულ თათბირზე, სადაც საკრებულოს წევრმა, ვაკის დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა მიიღო დავალება, რომ დაშავებულთათვის ყურადღების მიქცევა და ზარალის სრულად ანაზღაურება მოხდეს. 

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები