20 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობას განაგრძობენ

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ყიფშიძის 6 ნომერში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ  აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. 

ადგილობრივების თქმით აფეთქებას ძლიერი ხმა მოჰყვა. მომხდარის შემდეგ კორპუსი სპეიალისტებმა შეამოწმეს. შემოწმების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინები მოქალაქეებისგან ევაკუირებული იყო. ადგილობრივები იხსენებენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი ქუჩაში იმყოფებოდნენ. 

შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გამვლელი იყო. როგორც ვაკის გამგეობის წარმომადგენელმა კურიერს განუცხადა, ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. მეორე დაზარალებულის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა და ის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. 

მისი მკურნალობის ხარჯებს ვაკის რაიონული გამგეობა სრულად დაფარავს. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამაზეც ვაკის გამგეობა იზრუნებს.

ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა უკვე მივიდნენ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიიდან ნანგრევებს გაიტანენ. 

"საპრტოექტო სამუშაოების კეთება დაწყებულია. ისინი დადებენ თუ არა დასკვნას, დაიწყება უკვე გამაგრებითი და აღდენითი სამუშაოები, რაც შეეხება დაზარალებულს, ერთი გამვლელი იყო და ის გამოწერეს. მეორე დაზარალებული შოკიდან გამოსულია და მის სამკურნალო ხარჯებს ვაკის რაიონის გამგეობა დაფარავს. ასევე ბინის აღდგენის ხარჯებს,"- განაცხადა ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა გიორგი ბირბიჩაძემ. 

 

დღის ამბები