ჯგუფებში ბავშვების სიმრავლე თბილისში არსებული ბაგა-ბაღების უმრავლესობის პრობლემაა. 143-ე ბაღში ერთ ჯგუფში 59 ბავშვია. როგორც დირექტორმა განაცხადა, შენობის ნახევარი დაზიანებულია და ამის გამო ბაღის სრულად დატვირთვა არ ხდება. პრობლემა მშობლებსაც აწუხებთ თუმცა, სხვა გამოსავალი არ აქვთ.
ზოგ ბაღში სივიწროვის გამო საძინებელი არ აქვთ. რამდენიმეში კი ერთ ოთახში 40-ზე მეტი ბავშვი იძინებს.
170-ე ბაღში 662 ბავშვი სწვალობს, როგორც დირექტორი განმარტავს აღსაზრდელების მატება განათლების სამინიტროს ახალმა რეფორმამ გამოიწვია. ბავშვები ვისაც 6 წელი 16 სექტემბრის მერე შეუსრულდათ და სკოლაში აღარ მიიღეს, ისევ ბაღში დარჩნენ. ამას წინა სასკოლო მოსამზადებელი ეტაპი დაერქვა, თუმცა ამ გადაწყვეტილების პირისპირ ბაღები აღმოჩნდნენ.
ბაღები გადატვირთულია თუმცა, მრავლადაა ისეთი ბავშვის რაოდენობა, ვინც წელს საერთოდ გარეთ დარჩა. პრობლემა იყო ონლაინ რეგისტრაცია რომელიც, ბევრმა მშობელმა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ გაიარა, ადგილები წამებში შეივსო და ახლა სარეზერვო სიაში არიან.
ბაგა-ბაღების სააგენტოში აღიარებენ პრობლემას, თუმცა, ამბობენ, რომ გამოსწორებას ეტაპობრივად ცდილობენ. ამის გამომწევევ მზეზად წლების განმავლობაში 50-მდე ბაღის გაუქმებას ასახელებენ.
ავტორი:გვანცა სუთიძე