ჩაწყობილი თამაშები ქართულ ფეხბურთში. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ლიახვსა და კოლხეთს შორის მატჩი გადაიდო. გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მწვრთნელს შეატყობინა, რომ მას მატჩის წაგებისათვის თანხას სთავაზობენ. მწვრთნელმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციას მიაწოდა.
მომხდარით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაინტერესდა, ლევან კობიაშვილმა ფეხბურთელთან შეხვედრა უკვე გამართა.
"მე მქონდა საშუალება ფეხბურთელს გავსაუბრებოდი. და მისგან მომესმინა რა მოხდა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსგავს ქმედებსბ ამას არ შევეგუებით. ვინც ეცდება ფეხბურთის შეურაცხყოფას, მისი ადგილი ქართულ ფეხბურთში არ არის,"- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მომხდარს უკვე სწავლობს შს სამინისტრო. როგორც სამინისტროში აცხადებენ დაწყებულია გამოძიება 203-ე მუხლით რაც მოსყიდვასა და ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს.
ავტორი: დავით ერაძე