ყველაზე სახალხო პროექტის შესარჩევი ეტაპების სერიები დასასრულს მიუახლოვდა. რუსთავი 2-ის მაყურებელი დღეს ნიჭიერის კიდევ ერთ საინტერესო გადაცემას ნახავს.
მომდევნო კვირიდან კი შერჩეული კონკურსანტები საკუთარი ნიჭის გამოვლენას უკვე პირდაპირ ეთერში, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გააგრძელებენ.
პროექტის ორგანიზატორები დღესაც ულამაზეს შოუს გვპირდებიან.