"არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ რაღაც ნოვატორული შემოგვთავაზოს,- ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას TV საქართველოს იურისტი ზაზა ბიბილაშვილი.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ ეს დღევანდელი გადაწყვეტილება რეალურად საკონსტიტუციო სასამართოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც შეაჩერა დროებითი მმართველის შესახებ კანონში არსებული ნორმები.
"დროებითი მმართველობის შესახებ დანიშვნის განჩინება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის რაც დღეს გააკეთა სააპელაციო სასამართლომ ეს იყო ერთადერთი კანონიერი გამოსავალი, სხვა გზა აღარ არსებობდა რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ეს ნორმები. მოხარული ვარ, რომ მოსამართლე ურთმელიძისგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლომ შეძლო კანონის დაცვა ამ შემთხვევაში.
"ეს ნიშნავს, რომ აღარ დადგება დღის წესრიგში დროებითი მმართველების თემა. თუმცაღა არ გამოვრციხავ, როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლებამ რაღაც "ნოვატორული" შემოგვთავაზოს. მე არ მაქვს განწყობა რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია,"- აცხადებს ბიბილაშვილი
ბიბილაშვილის განცხადებით დაიხია თუ არა ხელისუფლებამ უკან რუსთავი2-თან დაკავშირებით მას შემდეგ გამოჩნდება, რაც სააპელაციო სასამართლო რუსთავი2-ის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. TV საქართველოს იურისტი აცხადებს, რომ იმის ინდიკატორი საქმეში აგრძელებს თუ არა ხელისუფლება რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლას, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები იქნება.