08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი თურქეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი თურქეთს ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საფრანგეთში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ნავთობის მარშრუტის დაცვას ცდილობდა თურქეთი, როდესაც რუსული სუ 24 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამ ბრალდებას კიდევ ერთხელ უარყოფს თურქეთი. რეჯებ ტაიპ ერდოღანი მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუ ისლამურ სახელმწიფოსთან თურქეთის რაიმე სახის თანამშრომლობა დადასტურდება.

თურქეთის პოზიციას თვითმფრინავის ჩამოდგებასთან დაკავშირებით ამყარებს შეერთებული შტატების დაზვერვაც, რომლის ინფორმაციითაც, რუსულმა თვითმფრინავმა მართლაც გადაკვეთა თურქეთის ტერიტორია.

დღის ამბები