08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ბარაკ ობამა დღეს პარიზში თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდება

ბარაკ ობამა დღეს პარიზში თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კლიმატური ცვლილებების კონფერენციის პარალელურად უკვე მოახერხა რუსეთის პრეზიდენტთან გასაუბრებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობასაც შეეხო. ობამამ პუტინს ანკარასთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ კიდევე ერთხელ მოუწოდა. პუტინი გუშინ გერმანიის კანცლერსაც შეხვდა.

პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად მსოფლიოს ლიდერები გაეროს ეგიდით მოწყობილ 21-ე კონფერენციაზე კლიმატური ცვლილებების შესახებ გლობალური შეთანხმების მიღწევისთვის ემზადებიან.

ღონისძიება, რომელიც პარიზში გუშინ დაიწყო, 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები