08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
სირიის ოპერაციაში რუსეთმა სუ34-ის ტიპის თვითმფრინავები ჩართო

რუსეთმა სირიის ოპერაციაში სუ34–ები ჩართო, რომლებიც ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი. საუბარია თვითდამიზნების სისტემის მქონე რაკეტებზე, რომლებიც სამიზნეს 60 კილომეტრის რადიუსში ანადგურებს.

რუსეთის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ ამ სისტემით აღჭურვილმა გამანადგურებლებმა პირველი გაფრენა უკვე განახორციელეს და მათი მიზანი იმ რუსული მოიერიშეების დასაცავა, რომლებიც სირიაში იერიშებს ახორციელებენ. სუ34–ების ოპერაციაში ცართვას გამოეხმაურა პენტაგონიც.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ მოსკოვი ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტებს კოალიციის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

დღის ამბები