08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
მოსკოვმა სუ24-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ნატოსაც დააკისრა

მოსკოვმა სუ24-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ნატოსაც დააკისრა. ალიანსში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ ნატოს სრული დოკუმენტაცია გადასცა, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთმა განზრახ ჩამოაგდო სირიაში რუსული თვითმფრინავი, თუმცა ალიანსმა ანკარას პოზიცია დაიკავა და შესაბამისად საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე.

ალიანსის ყველა წევრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ანკარას პოზიციას. განცხადება ამ თემაზე იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე გააკეთა და ორივე მხარეს დაძაბულობის დესტაბილიზაციისკენ მოუწოდა.

ამ თემებზე საუბარი იქნება დღეს ნატოს მინისტერიალზეც. ბრიუსელში რუსეთ-ნატოს სამომავლო უერთიერთობებს და იმ ახალ სტრატეგიას განიხილავენ, რომელიც ჰიბრიდული ომების თავიდან აცილებას გულისხმობს.

დღის ამბები