08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული ვითარების მიუხედავად, პეტრო პოროშენკომ რუსი ოფიცერი ვლადიმერ სტარკოვი შეიწყალა.

საუბარია დონბასში ზაფხულში დაკავებულ მებრძოლზე, რომელსაც 14 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ვლადიმერ სტარკოვის ნაცვლად კი პრორუსმა სეპარატისტებმა ტყვეობიდან უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

ანდრეი გრეჩანოვი, რომელიც დონეცკის აეროპორტში ბრძოლების დროს აიყვანეს ტყვედ, უკვე გადასცეს უკრაინულ მხარეს.

დღის ამბები